25 Jan 2012
შიშველი სიმართლე
დარწმუნებული ვარ, არავინ გეტყოდათ ამას. არცერთი ფრენდი დაასტატუსებდა ამას (და ვინც დაასტატუსებდა, ის დაჰაიდებული გეყოლებათ, როგორც ყველა სიმართლის პირშიმომხლელი). მე არ ვიცი რა ხდება ახლა თქვენს გულებში, მაგრამ გეტყვით რა ხდება გარეთ..გარეთ თოვს.დიახ, თოვს. ნუ გაქვთ გაკვირვებული სახე, მესმის რომ ჯერ არავის უთქვამს დღეს თქვენთვის, მესმის რომ არავის დაუდია ვოლზე დამადასტურებელი ფოტო, მესმის რომ არ გაქვთ ფანჯრები და არ შეგიძლიათ თავად ნახოთ რა ხდება გარეთ.
8 Nov 2011
ვოჩ მი !
მიყურე, უფროსო ძმაო! აღარ ვნერვიულობ შენზე. აღარ ვლაპარაკობ ტელეფონზე დაშიფრული სიტყვებით, აღარც გემალები და აღარც ვდარდობ იმაზე, რომ ყველაფერი იცი და ყველაფერს ხედავ. მიყურე, უფროსო ძმაო! არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ყოველთვის მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა. სულ ორი გზა მაქვს : რამე დაგიმალო, ან ყველაფერი გაჩვენო. ხოდა, გაჩვენებ,რადგან, თუ რამეს დამალვას გადავწყვეტ, მაშინ ეს რაღაც ვერც მოხდება, რადგან ყველგან ხარ.
10 Sep 2011
დიქტატურა
დიქტატურა არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ სურთ თავისუფლება და ვერ იღებენ თავისუფლების არქონის პასუხისმგებლობას. ასეთმა ადამიანებმა შექმნეს დიქტატორები. ძალას არ აქვს ძალა, თუ არსებობს სურვილი. არასწორად არის გაგებული ვინმესთვის თავისუფლების მინიჭების აქტიც, რადგან ეს ადამიანს აქვს, ან არ აქვს - ვერ გამოართმევ, ვერც მისცემ. არ არსებობს დიქტატურა, არავისთვის გამოურთმევიათ თავისუფლება, ვიღაცას ის, უბრალოდ, არ ჰქონდა.
Labels:
Discovery,
ბრძნული აზრები
| Reactions: |
26 Jun 2011
შემდეგი გაჩერება vol.2
2 წლის წინ დაწერილ პოსტში ვღადაობდი, უნივერსტეტის შემდეგ ერთი გაჩერებით წინ წავედი–მეთქი (სამსახური იყო მომდევნო გაჩერებაზე) და ვითვლიდი ვაკის პარკამდე როდის მივიდოდი. 2 წლის შემდეგ, კიდევ ერთი გაჩერებით წავიწიე წინ (ნიუ ჯაბ). ახლა პროგრესია დავამუღამე – თუ გაჩერებების რაოდენობა სწორად მახსოვს და, თუ პროგრესია არ დაირღვევა, ვაკის პარკამდე 6 წელი დამრჩა.
Labels:
humour,
More About Green
| Reactions: |
25 May 2011
ჩაო, ნინო
დედაჩემს ძალიან უყვარდა ეს სიმღერა პარტიზანზე. სტუდენტობის დროს მეგობრებთან ერთად კახეთში წასულა, ქორწილში. სუფრასთან ზუსტად ამ სიმღერის შესრულება დაიწყეს. მასპინძლებმა რომ გაიგეს "პარტიჯანო", იფიქრეს, ბავშვებს ბადრიჯანი მოეწონათო და მაგიდაზე ბადრიჯანი დაამატეს. ეს ამბავი რომ მომიყვა ნინომ, ხუმრობით ვეუბნებოდი ხოლმე 'ჩაო, ნინო' .
p.s. ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც აქციაზე ან დავით პაიჭაძეზე ელოდა გაბრაზებულ, ან სულაც მაამებლურ პოსტს.
21 May 2011
რამდენს იტევს თავისუფლების მოედანი?
ბევრი მიტინგი და წარუმატებელი აქცია ჩატარდება თავისუფლებაზე და მაინც ვერავინ დაითვლის, რამდენი ადამიანი ეტევა და როდის რამდენი ადამიანი მდგარა აქციაზე. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი და მინდა ყველა მომკივან მომიტინგეს ვუთხრა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, თუნდაც მხოლოდ პატრიოტი, ვერ დაეტევა თავისუფლების მოედანზე, ამიტომ გეხვეწებით, ნუ მოუწოდებთ ყველას მოსვლისკენ!-არ დაეტევა ყველა!
Labels:
humour,
მანიფესტი,
ფაქინგ ფალითიქს
| Reactions: |
4 May 2011
კოდირებული სურნელი
ხო, ადამიანის შესახებ ბევრი რამის დამახსოვრება შეიძლება: სახის, ხმის, ამბის... სურნელის. ჩემთვის ეს ყველაზე ადვილი დასამახსოვრებელია. ცხვირი დეკოდერია, რომელიც ნაცნობი სურნელის შეგრძნებისას ყველა სხვა ინფორმაციას აღადგენს. ჩემნაირი არქივარიუსისთვის კარგი იქნებოდა, პატარა კოლბაში ადამიანების სურნელის შენახვა რომ შეიძლებოდეს. კოდირებული სურნელით სავსე კოლბებით ვირბენდი, ბედნიერად, მაგრამ, ალბათ, კოლბებთან ახლოსაც ვერ მივა ცხვირთან შემთხვევით მოხვედრილი ნაცნობი სურნელის შეგრძნება.
2 May 2011
მაი ჯიფსი ბლოგ
გაგიკვირდებათ და გაოცდებით,როდესაც გეტყვით, რომ ჩემი ჯიფსი ბლოგის ახალ მისამართზე ბრძანდებით. მე ის დავუბრუნე ადგილს, 'სადაც შობილა, გაზრდილა' და უწერია პოსტები. ვფიცავ ყველაფერ წმინდას, მეორედ მოსვლამდე აღარ შევუცვლი მისამართს. რა თავხედობა იყო, ეხლა, ეს მეორედმოსვლის დაკავშრება ჩემს ბლოგთან, რომელიც სულ 812 კილობაიტს იწონის?!
21 Apr 2011
'არ მომიპარავს - მიპოვნია'
თუ დათო გომართელი და ლელა წურწუმია მეტყვის, რომ Alejandro sanz–ის და Angelique kidjo–ს თანხმობა აქვთ, მათი სიმღერების გადმოსაქართულებლად, მაშინ არ გავაპროტესტებ მათ მონაწილეობას 26 აპრილს დაგეგმილ კონცერტში სახელწოდებით 'არ მოიპარო სიმღერა'. თუ ეს ორი ადამიანი ვერ მეტყვის ამას, აქციის ორგანიზატორებმა სახელი მაინც შეცვალონ და დაარქვან 'არ მომიპარავს - მიპოვნია'.
Labels:
მანიფესტი,
ფსევდომედია
| Reactions: |
20 Apr 2011
რატომ დაგვესხა თავს ლაფი
არ ინერვიულოთ, არ აღელდეთ, ქართველებო, მეორედ მოსვლა და ცეცხლის წვიმები არაფერ შუაშია. არც იაპონიის ტალახი გარევია დღევანდელ წვიმას, არც თქვენი ცოდვების გამო დაგსვრიათ ტანსაცმელი. ყველაფერი მარტივადაა-მე და ბიძაჩემმა სამრეცხაო გავხსენით და კრედიტის მალე დასაფარად, მთელი ღამე ტალახით დავრბოდით და მანქანებს ვუსვამდით. წვიმამ ყველაფერი გაამძაფრა, უბრალოდ.
31 Mar 2011
დედამიწის საათი
რამდენიმე დღის წინ, დედამიწის ხათრით, ბევრ ქვეყანაში ელექტროგანათება გამორთეს. ჩაბნელებულ ქვეყნებში საქართველოც შევიდა. საწინააღმდეგო კი არ მაქვს რამე, უბრალოდ, ბევრი ვიცინე იმაზე, რომ აქციაში საქართველოს ჩართვაზე ზრუნავდა თვით ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF). პოპულარული ენით რომ ვთქვა, ლეგიტიმური კითხვა გამიჩნდა: ვინ და რა აქციაში ჩაგვრთო 90–იან წლებში?
19 Feb 2011
ბოიკოტი
არ მახსოვს, როდის ჩავიდე თავში ყველა ახალი ამბის ცოდნის აუცილებლობა. დღეს მივხვდი რომ არაფერი დაშავდება თუ არ მეცოდინება რამდენი ადამიანი დაიღუპა ტერაქტის დროს, რამდენ ტყეს უკიდია ცეცხლი, რამდენი ადამიანი შეაკვდა დიქტატორის გადაგდების მცდელობას, რამდენი წლის იყო ბიჭი, რომელმაც თავი აიფეთქა, რამდენ წელიწადში მოვა მეორედ ქრისტე. ვიკეთებ 'ნაუშნიკებს' და ვუყურებ ბევრ ფილმს და ვიდეოს. უბრალოდ, არ ვარ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი და ვერ ვუძლებ ამდენ ინფორმაციას.
2 Feb 2011
come on baby, LIKE my fire
ჩემს ბლოგზე ლაიქების კონკურსია. პოსტის ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ ლაიქს მიიღებს, დაჯილდოვდება ჩემივე ბლოგზე ერთი პოსტის გამოქვეყნების უფლებით. გთხოვთ არ დაგეზაროთ და წაიკითხოთ ქვემოთ არსებული 42 პოსტი და დაალაიქოთ. თუ არცერთი მოგეწონებათ, არაა პრობლემა, უბრალოდ, რომელიმე დაალაიქეთ, ძალიან დამეხმარებით.
11 Jan 2011
საპასუხო პროპაგანდა
დაახლოებით ათი წელი ვიყავი ბებიის პროპაგანდის მსხვერპლი. ჩემი პოსტების ლაკონიურობის დასაცავად არ ჩამოვთვლი პროპაგანდის საგნებს. სახალისო ის არის რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მე გავხდი პროპაგანდისტი და ის მხოლოდ იმ მასალას ეცნობა, რომელსაც მე მინდა რომ გაეცნოს. მე ვაძლევ წიგნებს და ჟურნალებს, მე ვუთითებ ავტორებს და ასე ვხდებით მე და ბებია იმაზე უკეთესი თანამოსაუბრეები, ვიდრე მისი პროპაგანდის დროს ვიყავით.
Labels:
More About Green,
ჩემი ბებია
| Reactions: |
4 Jan 2011
Digital Me
მონატრებული მეგობრის ფოტო ჯერ ციფრებად იქცევა და შემდეგ, უამრავი კაბელიდან ისევ სურათად ქცეული, ჩემს მონიტორს ფარავს. ამავე გზას გადის ყველა ტიპის ფაილი ჩემამდე და მეც სავსე ვარ ციფრებით, ანუ, ფოტოებით, მუსიკით, ფილმებით, სტატიებით.. მომენატრა ვიდეო კასეტა, აუდიოც, დაბეჭდილი ფოტოებიც და ყველაფერი, რასაც ჯერ ხელში დაჭერა უნდა, სანამ ტვინამდე მივა. ალბათ, გონება ჩამორჩა და ვერ ადაპტირდება ციფრულ სამყაროში, ამიტომ, გამუდმებით მინდა ამ ციფრების ნაცვლად ხელშესახები ნივთები, რომლებსაც ვერ დაა-Delete-ებ, მარტივად ვერ ამოშლი C ან D დისკიდან, თითქოს, არც ყოფილან.
21 Dec 2010
სოცმომსახურების მსახურები
მზრუნველობის დამადასტურებელ საბუთში ასობგერა ინის ჩასამატებლად ვესტუმრე ვაკესაბურთალოს სოცმომსახურების სააგენტოს პლეხანოვზე. პირველმა კაცმა, ვისაც კითხვა დავუსვი, მეორე კორპუსში გამიშვა, მეორე კორპუსიდან 203-ე ოთახში გამიშვეს, 203-ე ოთახიდან 302-ე ოთახში გამიშვეს, 302-მ, ისევ, მეორე კორპუსში, სადაც აღიარეს რომ შეცდომით მითხრეს 203 და 302-ში უნდა მივსულიყავი. 302-ში დავწერე განცხადება ასობგერის ჩამატების თხოვნით, სააგენტოს უფროსის სახელზე, რომელიც აღმოჩნდა 'პირველი კაცი', რომელმაც გამიშვა მეორე კორპუსში.
Labels:
humour,
ღმერთო ჩემო
| Reactions: |
4 Dec 2010
5 Sep 2010
Seize the Day
მეხსიერება მანებივრებს მოცულობით. ტვინი ძალდაუტანებლად გადასცემს სიგნალს REC-ს და იწერს ყველაზე კარგ წამებს. ყველაზე ხშირად ეს ხდება მონათესავე სულების შეცნობისას, როდესაც ემოციებისგან სხეულის ფორმის შეგრძნებას ვკარგავ და მგონია, გახეთქილი გული მუცლის ღრუს მივსებს. ამ დროს პირის გაღებაც მიჭირს, ბგერებს ვერ ვაკონტროლებ და, თავისთავად, დროსაც ვერაფერს ვუხერხებ, უბრალოდ, ტვინის იმედზე ვარ, რომელიც მონდომებით იწერს მომენტებს.
შენ როდის აჩერებ დროს, clown ?
Labels:
More About Green,
tag
| Reactions: |
31 Aug 2010
Summer's Almost Gone
ყველაზე ამაღელვებლად დაწყებული და უსაშველოდ გახანგრძლივებული ზაფხული მთავრდება. მხოლოდ ამ ზაფხულს მქონდა დღე, როდესაც დილით უზომოდ გახარებული ვიყავი, საღამოს- უზომოდ მოწყენილი. მთავარი განცდებია, თორე დიდი არაფერი მომხდარა. დილით სტუმრები წავიდნენ, საღამოს ბრაზილიამ წააგო. სტუმრები მალე დაბრუნდებიან, ბრაზილია კი მაინც მიყვარს.
p.s. ხო, ერთ რამესაც მივხვდი: არაა საჭირო 'მარშუტკაში' ფანჯარასთან დაჯდომა. მის უკანა სკამზე უკეთესად უბერავს.
Labels:
More About Green
| Reactions: |
28 Aug 2010
ჯასთ ენაზერ თაგ პოსტ
რა თქმა უნდა, ბევრ რამეზე ვჭედავ. მაქვს ბევრი ახირება და ბაზრობაზეც არ ვარ მხოლოდ ერთხელ ნამყოფი :zurriusssmile: წესრიგი მიყვარს, თუმცა, არაა გამორიცხული, დამტვერილ მაგიდასთან დავჯდე და გემრიელად მივირთვა. თავს ვიკავებ ფიზიკური ძალადობისგან, როცა ბავშვი ტოვებს საჭმელს. იშვიათად მიხარია სტუმრის მოსვლა. ვერ ვიტან, ვინმეს რომ უნდა გავუშალო სუფრა. გოიმური რა მაქვს, არ ვიცი. აააა, ფრჩხილებს ვიკვნეტდი და აღარ ვიკვნეტ. ესე საჯაროდ არასდროს გეტყვით ჩემს გოიმობაზე არაფერს. მაგისთვის მეგობრები არსებობენ.
სიამოვნებით მოვუსმენ ქეთის, ჩორვენს და ფსიქეს
Labels:
More About Green,
tag
| Reactions: |
Subscribe to:
Posts (Atom)

















