Showing posts with label I'm in trouble. Show all posts
Showing posts with label I'm in trouble. Show all posts
4 Jan 2011
Digital Me
მონატრებული მეგობრის ფოტო ჯერ ციფრებად იქცევა და შემდეგ, უამრავი კაბელიდან ისევ სურათად ქცეული, ჩემს მონიტორს ფარავს. ამავე გზას გადის ყველა ტიპის ფაილი ჩემამდე და მეც სავსე ვარ ციფრებით, ანუ, ფოტოებით, მუსიკით, ფილმებით, სტატიებით.. მომენატრა ვიდეო კასეტა, აუდიოც, დაბეჭდილი ფოტოებიც და ყველაფერი, რასაც ჯერ ხელში დაჭერა უნდა, სანამ ტვინამდე მივა. ალბათ, გონება ჩამორჩა და ვერ ადაპტირდება ციფრულ სამყაროში, ამიტომ, გამუდმებით მინდა ამ ციფრების ნაცვლად ხელშესახები ნივთები, რომლებსაც ვერ დაა-Delete-ებ, მარტივად ვერ ამოშლი C ან D დისკიდან, თითქოს, არც ყოფილან.
9 Aug 2010
unidentified
მაქვს სახელი, გვარი, ფსევდონიმი, ზოდიაქოს ნიშანი, დაბადების თარიღი, ბიოგრაფია, გატაცება, სურვილები...ბევრი რამ, რითაც ვახდენ თვითიდენტიფიცირებას. უფრო მართებული იქნებოდა მეთქვა "მქონდა", რადგან დღეს დავკარგე ერთი მოცემულობა და დღეიდან ჩემს თავზე ვიტყვი "მე აღარ ვარ", რა მნიშვნელობა აქვს რა, უბრალოდ, ის აღარ ვარ, რაც დღემდე ვიცოდი. არა, უფრო მართებული იქნება "არც მქონია". ყველაზე მძიმე მომენტია ჩემს ცხოვრებაში–არ ვიცი ვინ ვარ.
26 Jul 2010
hungry
ერთმა მეგობარმა მასწავლა ადამიანების შეცნობის კაიფი. უკვე ცხრა წელია ამ ნარკოტიკზე ვზივარ. პერიოდულად "მშივდება" და საჭმლის ძებნას ვიწყებ. ზოგი მომყვება ამ თამაშში. ზოგი კი არა, ვინც მომშივდა, ყველა აზარტული აღმოჩნდა. ახლა შიმშილის პერიოდი მაქვს. დაცლილი ვარ და ისეთი განცდაც მაქვს, რომ ვეღარ შევჭამ. ისეთი, ისეთი დაცლილი ვარ, რომ პირველად ვწერ ასე საჯაროდ. მშია.
Subscribe to:
Posts (Atom)


