10 Sept 2011
დიქტატურა
14 Aug 2010
It doesn't matter
სამწუხაროდ, ყველანი ვიღაცის შვილები ვართ. ვინმეს ძეობა და ასულობაც სამწუხაროა. სამწუხაროა ეს კუთვნილება და კლიშე, რომესაც გვარით ვატარებთ. ჩვენ ამის გარეშეც ვართ ის, ვინც ვართ და ამ გვარით მაინც ვერ ვიქნებით ის, ვინც არ ვართ. არ აქვს მნიშვნელობა ვისი გენეტიკური მახასიათებლებია ჩემი უჯრედების ბირთვებში. მე მაინც ცალკე ტიპი ვარ, არც არავის ძე, არც არავის ასული.
ჩამომართვით ეს გვარი, სახელი და დამნომრეთ! უბრალოდ ვიქნები მერამდენეღაცა ახალშობილი, რომელიც თავისით დაირქმევს სახელს.
27 Jul 2010
ოპტიმალური სიჩქარე
ურთიერთობები რაღაც სიჩქარით ვითარდება. არსებობს ემოციაც, რომელიც შენგან დამოუკიდებლად იცვლება, მძაფრდება, ან იკლებს, მოკლედ, ისიც თავისი სიჩქარით მიდი-მოდის. ამ სიჩქარით უნდა აყვე ურთიერთობას. სულ უნდა უყურო ემოციის "სპიდომეტრს" და მასზე მეტად არ აჩქარდე. ეს იგივეა, მოძრავი მანქანიდან გადმოხვიდე და მასზე სწრაფად იარო. ბოლოს მაინც გადაგივლის ეს მანქანა, ემოცია, რომელსაც მოქმედებამ დაასწრო და დაუბადებლად მოკლა.
13 Jul 2010
Discovery
სიძულვილი, ზიზღი, სიყვარული, მონატრება, სიხარული, გულდაწყვეტა, სინანული, აღფრთოვანება, გადარევა, გაგიჟება, გარდაცვალება, დაბადება, შეცნობა, მიტოვება, ცვლილება, მარტოობა, აღმაფრენა, დაცემა, მზრუნველობა, სითბო, უიმედობა, იმედი.... Jesus' blood never failed me yet , ამის გარეშე ვერ განვიცდიდი ამდენს..
12 Jul 2010
გვინდა-არ გვინდა
არ არსებობს ცუდი, კარგი, შესაფერისი, შეუფერებელი, გადასარევი, საზიზღარი, აუტანელი, საყვარელი, თბილი, ცივი, ყურადღებიანი, უყურადღებო, ეჭვიანი, ეგოისტი, ერთგული, ორგული, კეთილი, ბოროტი, ან მესაკუთრე ადამიანი. არსებობს მხოლოდ ის ადამიანი, ვინც გვინდა და ვინც არ გვინდა, უბრალოდ.
12 Nov 2009
გეოგრაფიულად ქართველი
ბოლო დროს მაღიზიანებს ადამიანების ეროვნების მიხედვით დაყოფა. ეს არის სტიგმატიზაცია.იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ქართველი ერი საუკეთესოა, გამორჩეული და ყველაზე ნიჭიერი.თუმცა, ბავშვობაში ამის მწამდა და ბედნიერებას ვგრძნობდი ჩემი ეროვნების გამო. ეროვნების გაგებით, უკვე ადამიანზე რაღაც წარმოდგენა მექმნებოდა მისი პიროვნების გაცნობამდე. ეს ხომ არასწორია? არასწორი იყო ის შეგრძნებებიც, რომ ხასიათის გარკვეული შტრიხები, მაინცდამაინც ქართულია. ხასიათის ტიპების გაეროვნულებაც არასწორი ყოფილა. დავიჯერო, ნიჭიერი და ზარმაცი პოლონელი არ არსებობს? არსებობს. არასტუმართმოყვარე ქართველი არ არსებობს?არსებობს.
ისე, „ქართველიც“ სადავო ცნებაა. დარწმუნებული ვარ, 40 000 ყივჩაღიდან, ერთი მაინცაა ჩემი წინაპარი. ბატონი თემურიც იმდენჯერ შემოგვესია რომ, ნამდვილად მოახდენდა გავლენას ჩემს გენეტიკაზე (თან კახელი ვარ). ასე რომ, თავს არ მივაკუთვნებ არცერთ ეროვნებას! მხოლოდ გეოგრაფიულად ვარ ქართველი.
რა კარგია, რომ პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში არ წერია ეროვნება.
10 Sept 2009
დამოუკიდებლობა

მე მომწონს ვინმეზე რომ ვარ დამოკიდებული. არა მატერიალურად, რა თქმა უნდა.. აი, ვინმესთან ურთიერთობაზე რომ არის დამოკიდებული ჩემი განწყობილება. ამას ბევრი განცდა მოაქვს ჩემთვის და ეს მიყვარს ყველაზე მეტად ურთიერთოებში. არ მესმის, რატომ გაურბის ხალხი ამას. რა პრობლემაა, თუ ერთ დღეს იგრძნობ, რომ ვიღაცის გარეშე არ ხარ კარგად, თუ იგრძნობ, რომ ვინმეს მიეჯაჭვე. ამის გარეშე, მგონია, რომ მარტოდ ვიგრძნობ თავს და საერთოდ არ მჭირდება ეგეთი დამოუკიდებლობა.
9 Sept 2009
თავმოყვარეობა

ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს ყველაზე მეტად, მოგვწონს და ყველას გვირჩევნია.მაგრამ რა არის იცით?-მაინტერესებს, რატომ ითვლება ეს უარყოფით მოვლენად? არ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად? მე მგონია რომ ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. ის ვინც გიყვარს- გაინტერესებს და თუ გაინტერესებს, შეცნობას იწყებ. შეცნობა კი ყველაზე მაგარი აქტია, რადგან, თუ შეიცნობ შენს თავს, მიიღებ შენს თავს, როგორიც ის არის,ნაკლები პრეტენზია გექნება სამყაროსთან.




