19 Feb 2011

ბოიკოტი


არ მახსოვს, როდის ჩავიდე თავში ყველა ახალი ამბის ცოდნის აუცილებლობა. დღეს მივხვდი რომ არაფერი დაშავდება თუ არ მეცოდინება რამდენი ადამიანი დაიღუპა  ტერაქტის დროს, რამდენ ტყეს უკიდია ცეცხლი, რამდენი ადამიანი შეაკვდა დიქტატორის გადაგდების მცდელობას, რამდენი წლის იყო ბიჭი, რომელმაც თავი აიფეთქა, რამდენ წელიწადში მოვა მეორედ ქრისტე. ვიკეთებ 'ნაუშნიკებს' და ვუყურებ ბევრ ფილმს და ვიდეოს. უბრალოდ, არ ვარ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანი და ვერ ვუძლებ ამდენ ინფორმაციას.

6 comments:

Clown said...

კიდე კაი მე გამოთიშული ვარ ეგეთებს ^_^
ვარ ჩემთვის საწყლად 24 საათი მარტო :დ

keti said...

მე ვერ ვუცხადებ ბოიკოტს, თუმცა არც ვეძებ ინფორმაციას. თავისთავად ხდება, თვალს (და ყურს) ვერ ვარიდებ

mari said...

მეც მასე ვიყავი, კარგა ხანს. ყველაფერი ჩემი გამოსაძიებელი და სადარდებელი იყო, მაგრამ ახლა შევეშვი, მგონი.

Kate said...

აი ზუსტად ეგრე ვარ. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ.
ვიკეთებ ყურთსასმენებს და სხვაგან ვარ.

Green said...

;)

Sophie שרה Golden said...

მძულს მძულს მძულს ინფორმაციები, ოჰ, როგორ მძულს და არ მინდა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მაგრამ სად გაექცევი, შენ არ უყურებ და ბავშვები უყურებენ, რომლებსაც ფსიქიკა უკვე აღარ ევარგებათ :(((