27 Jul 2009

self-assurance

გუშინ მთელი დღე რაღაც ბლანკებს ვითვლიდი. რამდენჯერმე შემეშალა და თავიდან დავითვალე.
პატარა რომ ვიყავი, მეგონა რომ დათვლა არ ვიცოდი. ერთხელ, დავჯექი, თავს ძალა დავატანე და დათვლა დავიწყე. ჩუმად ვითვლიდი. ჯერ თითებს ვიშველიებდი, შემდეგ ავცდი თითების რაოდენობას და შემეშინდა, ვერ გავქაჩავ-მეთქი. გავაგრძელე და ორმოცამდე რომ ავედი, მივხვდი რომ შემიძლია დათვლა და ამაში არაფერი არ არის ძნელი. მაშინ 5 წლის ვიყავი. ეს იყო თვითრწმენის პირველი შეგრძნება რომელიც დღემდე მახსოვს. სანამ ეს ამბავი კარგად არ გავიხსენე, მეგონა რომ იმ ბლანკებს ვერასდროს დავითვლიდი სწორად :) აი, ესე ვკარგავ ხოლმე თვითრწმენას.

24 Jul 2009

რატომ არ ვწერ ბლოგზე?

ეს კითხვა ესეთი ინტონაციით უნდა წაიკითხო, როგორც გამოთქვამ კითხვას “რატომ დაიგვიანე?”. ჩემს თავს ვეკითხები და ამიტომ არის ეს ინტონაცია საჭირო. ხოდა, რამდენიმე დღეა ვფიქრობ- ავდგები, დავჯდები და დავწერ ისეთ რამეს რომ მერე ლინკის დაგდება ღირდეს-მეთქი. მივხვდი რომ ვერ ვუყრი თავს სათქმელს. აი, ყველაფერზე მინდა დაწერა და არაფერზე არ ვწერ. ჩემთვის ვინახავ. რატომ? რას ვაჯდები? რატომ არ გამომდის sharing? ეს კომუნიკაციის პრობლემაა თუ გაუგებრობის პრევენცია? მმმმმმმმმმმ, თუ ეს გაუგებრობის პრევენციაა, ე.ი. კომუნიკაციის სურვილი მაქვს და არ მინდა, ჩემი ხმა “უდაბნოდ მღაღადებლის ხმად” დარჩეს. მაშინ სანერვიულო არ მაქვს. უბრალოდ წერა უნდა ვისწავლო (ვითომ რა ვისწავლე 4 წელიწადში? ო, დიდო ოთხო წელიწადოო!) და უფრო ხშირი ვიქნები, თორე დამაკომპლექსა პოსტმაიმუნურმა სამყარომ:)

11 Jul 2009

ჩემი ბლოგის კონცეფცია

პატარა ბავშვი ფარდის უკან რომ შეყოფს თავს, სახე რომ არ უჩანს და გონია - არც ტანი..აი, ესეთი განცდაა ბლოგი.მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაკითხვა, მაინც გგონია, რომ შენთვის წერ, რვეულში.
მოკლედ, გადავწყვიტე ამ ფარდას "ამოვეფარო", ვითომ ჩემთვის ვწერო და პატარა ბავშვისგან განსხვავებით ვიცოდე რომ მიყურებთ და მკითხულობთ. ჯერ არ მაქვს იმის სურვილი რომ ვინმე დავაინტერესო, უცხო. ჯერ მეგობრებს მოვხიბლავ და მერე, იქნებ, ისიც მომინდეს, რომ პოპულარული გავხდე.
პოსტის სათაური უბრალოდ დავწერე, თორე, მე რა კონცეფციის დამწერი ვარ?! ყველაზე მეტად არ მიყვარს მასეთ დავალებას რომ მაძლევენ :)

10 Jul 2009

greener

მე ახალი ვარ,არ ვიცი აქ რა ხდება და უნდა ვისწავლო. იმდენ მეგობარს აქვს ბლოგი რომ მომინდა.აი ესე. თანდათან დავხვეწ ბლოგს და საინტერესოს გავხდი, იმედია. გამოვა რამე?