11 Sept 2009

შემდეგი გაჩერება


უნივერსტეტს რომ ვამთავრებდით..რატომ ვწერ მრავლობით რიცხვში, რა წესია?
უნივერსტეტს რომ ვამთავრებდი, მეგონა შეიცვლებოდა ყველაფერი. ეს არ იყო გულუბრყვილო მოლოდინი, რომ გადავატრიალებდი ქვეყანას. მარტივ ცვლილებებს ვგულისხმობ.
მეგონა აღარ ჩავჯდებოდი 85 ნომერ ავტობუსში, უფრო იშვიათად ვივლიდი ვაკეში და ამ იშვიათი შემთხვევების წყალობით გული ამიჩუყდებოდა მეექვსე კორპუსის დანახვაზე. ახლა რა ხდება იცით?- სახლიდან გამოსული იმავე მიმართულებით მივდივარ. ხალხს ვცნობ და ვიცი, ვინ რა დროს ჩადის მაღაზიაში..ვინ რა დროს ასეირნებს ძაღლს..ვიცი მეექვსე კორპუსის დაცვის თანამშრომლების განრიგი....არა, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის..არის ერთი ცვლილება. გავცდი პირველი კორპუსის გაჩერებას და მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვდივარ..მთელი ერთი გაჩერებით წინ წავედი უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ...მთელი ერთი გაჩერებით. ახლა ვითვლი და ვერ გამოვთვალე, რამდენ წელიწადში მივალ ვაკის პარკამდე :D :D :D

11 comments:

mcv@ne said...

da ratom unda mixvide vakis parkamde?

Tazo Kupreishvili said...

შენგან განსხვავებით, მე სამი-ოთხი გაჩერებით უკან დავიწიე :) ადრე თუ გმირთა მოედანზე ჩამოვდიოდი და მერე ავდიოდი ვაკეში, ახლა სააკაძეზე ჩამოვდივარ:) უახლოეს მომავალში კი ისევ უნდა ვიჩალიჩო ვაკის პარკამდე მისვლაზე. აბა, თუ მიხვდები :)

green said...

მაიკო, იყო ალგებრაში ერთი ესეთი საკითხი სახელად პროგრესია :P

Anonymous said...

lol
dzaan magari postia :D
vixalise :D :D

me titqmis mivedi vakis parkamde... erti gacherebaga damrcha ;)

ho, ise, paraskevs, shabats da kviras vakis parkshi gia cis qvesh filmis chvenebaa.

mshvenieri mizezia, rom vakis parkamde axvide :)

mcv@ne said...

me mivxvdi, ubralod vigulisxme, rom vakis parki ar aris progresi. progresi shesadzloa cynetic iyos :D :D :D ai, trinitis msgavsad mec erti gachereba damrcha vakis parkamde da gia cis qvesh filmis chvenebis idea momtsons, tan green-is progresss ganicdis :P

green said...

მოდი, წავიდეთ და ვნახოთ ფილმი ღია ცის ქვეშ..შაბათზე რა აზრის ხართ?

mcv@ne said...

me shabatzec da kvirazec tanaxma var da orive dge mesimpatiureba. drosac ar akvs mnishvneloba. mokled, kargi azris var :)

ket_eva_n said...

შენ აქტიური ბლოგერი ხდები :) ურა:)
მომწონს შენი პოსტები..ვხალისობ..

DreaMar said...

მე უფრო განვავრცობდი თემას. აი, დავუშვათ მიაღწიე ვაკის პარკამდე. მერე რას აპირებ? ბაგებში ასვლას, კუს ტბაზე თუ საბურთალო-ვაკის გზით გაუხვევ? :პ

Anonymous said...

ise shors var vakis parkisgan, rom 5 cxovreba ar mekofa iqamde misagcevad :)))))

Anonymous said...

vin sad cavalt ramdenime dgeshi gairkveva chemo kargo :):):)