19 Nov 2009

ამბავი ამბივალენტურზე


ამბავი დაგვიანებით დაიწყო. მე და ქეთი გოეთეს ინსტიტუტში, რუსუდან პირველის და სალომე ჯაშის ფილმების ჩვენებაზე წავედით. დარბაზში ცხელოდა. იმდენი და ისეთი ხალხი იყო, რომ ერთი ბომბის შემოგდება რამდენიმე წლით უკან დახევდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს. მთავარი ამბავი დაიწყო მაშინ, როდესაც დამთავრდა ფილმი „ლიდერი ყოველთვის მართალია“ (ავტორი: სალომე ჯაში). ფილმი პატრიოტთა ბანაკზე იყო. ყველამ დავინახეთ, როგორ (აღ)ზრდიან პატრიოტებს და ბევრს არ მოეწონა მეთოდი. შუქი აანთეს, უკეთესად დავინახე აღშფოთებული სახეები(თან ფეხზე ვიდექი :ანშლაგისმაილ:). რა გასაკვირია, რომ ჩვენი მოაზროვნეები კრიტიკით შეხვდნენ ბანაკის მეთოდებს. აღმოჩნდა რომ ფილმის და ჩემი პოსტის გმირი, ბანაკის ლიდერი და რომელიღაც სკოლის დირექტორი (სახელი არ მახსოვს), ჩვენებას ესწრებოდა. ფილმში იყო ისეთი კადრები, რომელშიც ეს ქალი მთავარ იდეოლოგად ჩანს. იყო სასაცილო მომენტებიც, რაზეც მეც გულიანად ვიცინე. მოკლედ, დადგა ეს ქალი და მოისმინა რამდენიმე მწვავე კრიტიკული განცხადება. ხმაური რომ ატყდა, ერთ-ერთი სელებრითი (არ ვაქილიკებ, უბრალოდ არ მიყვარს სახელები და გვარები) ადგა და ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი. მოკლედ, ხალხს ურჩია, ამ ადამიანისკენ არ მიემართათ მთელი ბრაზი, რადგან მხოლოდ ის არაა დამნაშავე. ცოტა დამშვიდდა სიტუაცია და მთავარი, რამაც აღმაშფოთა, ამ ჩემმა გმირმა,ლიდერმა და დირექტორმა თქვა. ესე შორიდან რომ შევხედე ბევრი რამე არ მომეწონა და თითქოს დიქტატორი ვარ, არადა არ ვარ, არადა ესე დავინახე,რამდენი ლაფსუსი ყოფილაო, ისაო და ესაო. სულ დამავიწყდა, როგორ გავბრაზდი ყველა ამ ქალს რომ მიაწყდა, საერთოდ დავიკიდე ის საზიზღრობა, რაც ფილმში ვნახე (მეთოდებს ვგულისხმობ) და გამაბრაზა ამ ქალმა თავისი გაორებით. იმით, რომ შორიდან ნახვით დაინახა რას აკეთებდა და მანამდე არც უფიქრია ამაზე. გამაღიზიანა იმან რომ არც სწამდა იმის, რასაც „პატრიოტებს“ ეუბნებოდა. არადა, იცით, რას უბნებოდა? კი არ ეუბნებოდა, ბოლო ხმაზე ხაოდა, მალე ბანაკს აფხაზეთში გავხსნითო, დავიბრუნებთო. რაღაც წარმოდგენაც გამართა, სადაც ის ვითომ აფხაზეთი იყო და ამბობდა ტექსტს „მე გელოდებით“. დილიდან საღამომდე „ჯოს“-ს აყვირებინებდა მთელ ბანაკს. ამ ყველაფერს მთელი გრძნობით და ვნებით აკეთებდა და ამ დროს, ფილმის შემდეგ ეჭვი შეეპარა თავის „რწმენაში“. აი, ამან გამაბრაზა, ამ ამბივალენტურმა პატრიოტმა.

10 comments:

ket_eva_n said...

saintereso posti gamovida ;)
me gushinac gitxari, rom am ambivalenturobas dadebitad agviqvam..

Anonymous said...

me vfiqrob gvanca rom es qali sabchota ideoogiis matarebeli qartuli sazogaoebis msxverplia, mas arasdros mousmenia gansxvavebuli azri imaze rasac aketebs da amitom arc dafiqrebula.
es ertgvari shenishvnac sheidlzleba iyos im sazogadoebis mimart visac unda rame shecvalos am qveyanashi, es wre isev chaketili rcheba miuxedavad samzareuloebidan gamosvlisa. tumca amis mizezi mediac shiedzleba iyos. mokled saintereso mosazreba gaqvs.

Anonymous said...

იმდენი და ისეთი ხალხი იყო, რომ ერთი ბომბის შემოგდება რამდენიმე წლით უკან დახევდა ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს

:))))))))))))))))))))
კარგია, კარგად წერ!!!!!

nastasia said...

zogadad patriotizmi ar iscavleba,patrioti un da iyo da shen qveyanas unda grznobde da ara ,,jos'' yvirilit da banakshi casvlit ,,shoulobde'' mag statuss...shesabamisad,sulac ar mikvirs,rom patriotizmis mscavlelebi zombebi xdebian da mascavleblebi egeti ambivalenturebi da daulagebleblebi arian....
magram ver vityvi ro mteli eg ambavi mshvidad gadasatania. . .

keke said...

yvela gza skolisken ratom midis vaaaaaax :D:D:D wavikitxe tu ara es posti,gamaxsenda ra xshirad miwevda skolashi gaorebuli maswavleblebis danaxva. gakvetili damswreebis gareshe da gakvetili damswreeebiturt... gamoricxulia ertdaigive maswavlebeli am or shemtxvevashi migemsgavsebinat ertmanetistvis...:D:D:D mag "lideristvis" chtvalet kamera agmochnda yvelaze mkacri damswre,sxva shansi agar miecemoda gvanc da amitom "shoba" is gulistkivili ramac es posti dagawerina...

green said...

ანუ, შენ რას ამბობ, როგორი იქნებოდა ეს ქალი კამერის გარეშე? თუ გაორებას იმას აბრალებ რომ იქ ხალხი იყო და ამიტომ აღიარა ის რაც აღიარა?

keke said...

xo ragac mravalazrovnad davwere... თუ გაორებას იმას აბრალებ რომ იქ ხალხი იყო და ამიტომ აღიარა ის რაც აღიარა? kakraz magas vabraleb gvanc..... eg xo simptomic agar aris,eg ukve "chveni eris" sindromia..... :))))

green said...

პრინციპშჳ ორი ვარიანტია:1. გაორებულია ისედაც.2. ვერ დაიცვა პოზიცია ხალხის უარყოფითი რეაქციის გამო. ორივე უბედურებაა :D :D :D :D

Anonymous said...

ox rogor gamomepara es filmi : ) arc kinofestivalis programashia chasmuli cudia cudiii guli damwyda . xodaaaa es direqtori chvenebaze vin moiwvia ? : ) ninia tu eswreboda kakabadze ? siamovnebisgan bez piti minut guli wauvidoda albat :P

green said...

ნინია იყო ზუსტად ის "სელებრითი", რომელიც "ადგა და ზუსტად ის თქვა რასაც ვფიქრობდი. მოკლედ, ხალხს ურჩია, ამ ადამიანისკენ არ მიემართათ მთელი ბრაზი, რადგან მხოლოდ ის არაა დამნაშავე."ის დირექტორი ფილმის ავტორმა, სალომე ჯაშმა მოიწვია :)