
მეხსიერების გარეშე როგორი იქნება ცხოვრება? -ჩემთვის მოსაწყენი. ერთ დღეს რომ დამავიწყდეს, როგორ გამიხარდა ველოსიპედით რომ გავიარე პირველად, რა შორს იყო გზის დასაწყისი, უკან რომ მოვიხედე, ხომ მოვიწყენ? რომ არ დამავიწყდეს და არ მოვიწყინო, ყველაფერს ვინახავ. მითუმეტეს ახლა, როცა ყველაფერი ვირტუალურია, ვინახავ მეგობართან მობილურით ლაპარაკის ჩანაწერს, ცუდად გადაღებულ ფოტოებსაც, chat history-საც. ხო, ეს ნამდვილად გავს დაკონსერვებას და თაროზე შემოდებას, მაგრამ ზოგჯერ არაფერი მინდა View Full Archive-ის გარდა.
1 comment:
მიყვარს ყოველთვის საინტერესო თემებს რომ პოულობ ბლოგისთვის..
მე ვგიჟდები მოგონებებზე.. კონკრეტული სუნით, ჩაცმულობით, ფოტოთი აღვიდგენ იმ კარგ მომენტს და თავიდან ვგრძნობ ბედნიერებას..
Post a Comment