ცოტა უაზრო სათაურია, მაგრამ "მე მიყვარს საქართველოს" საწინაამდეგო ვერ მოვიფიქრე სხვა რამე :) წარმოიდგინეთ, მეგობარი რომ გკითხავთ, სად ხართ და პასუხობთ: "აი, ბანერები (თუ რაღაც) რომ დგას, მე მიყვარს რო აწერია რა". და მეგობარი გპასუხობთ: "მეც მანდ ვარ და ვერ გხედავ". (ის სხვა სურათთან დგას :)ყველგან ეს სურათები დგას და საშინელი ტექსტი აწერია. არ მესმის, რა ეფექტი აქვს ასეთ თავსმოხვეულ სიყვარულს. რამე რომ შენდება და უკეთესი ხდება ძალიან კარგია და ამის გაპიარებაც აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ეს სიყვარული რა არის? სადაც გაიხედავ ყველგან ეს რატომ უნდა ეწეროს?(პარლამენტის შენობაზეც კი) არა, ესე მძიმედ ნამდვილად არ ვუყურებ ამ სურათებს. ვხალისობ კიდეც, ზოგს "მიყვარს" აწერია, ზოგს "მიყვარ".
5 comments:
მეც ვერ მივხვდი ამ წარწერების დანიშნულებას :|
ძალიან საინტერესო სათაურია. პირველი რეაქცია არის: "რა გაამწარა ეს ბავშვი, რატომ არ უყვარს საქართველო":)) შემდეგ კი ხვდები, რომ გაბითურდი და უბრალოდ პოსტი უნდა წაიკითხო.
მეც ძალიან მაღიზიანებს ეს ძალით პატრიოტიზმი და ამ პატრიოტიზმის პროპაგანდა. რა საჭიროა? მე ან მიყვარს, ან არ მიყვარს ჩემი სამშობლო და ამას ბანერი ვერ შეცვლის. რატომ უნდა გამოვიყენოთ რეკლამისთვის ეს გრძნობა? ბანძობაა რა.
arcaa sachiro aseti frazis sacinaagmdegod ramis mopikreba...chemtvis es drouli iyo..gaixare :)
eg carcerebi zustad patriotebis banakis ideologebis morigi unichobaa...
da saqartvelo kargia,miyvars me,ogond ubanerebod da uafishebod :D
me miyvars saqartvelo da me miyvars tbilisi....me patara gogo var da me ar gamovdivar aqcieis dros scenaze.... daaa misha dzia me xo kaqi gogo vaaar?!
Post a Comment