12 Sept 2009

რატომ უნდა ვნახო "ანტიქრისტე"


პირველად ამ ფილმზე "ცხელი შოკოლადიდან" გავიგე. გოგი გვახარიას სტატია იყო კანის ფესტივალზე. მეორედ ეს ფილმი უცნაურად აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში : საიტზე შევედი, სადაც ფილმებს ვუყურებ ინგლისურად და ახალი ფილმების სიაში სიტყვა ანარქისტი წავიკითხე. ბმულზე გადავედი, რადგან ეს სიტყვა მიყვარს. (ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა ანარქისტობა) ანარქისტი "ანტიქრისტე" აღმოჩნდა. ფილმი გადმოვწერე, მაგრამ სამსახურში ვერ ვუყურე. რამდენიმე დღეა მეხსიერების ბარათს მიმძიმებს...ვერც ვერავინ ვნახე, ვინც მეტყვის ღირს, თუ არა ყურება. მოკლედ, ვერ ჩამითრია ვერც სახელწოდებამ, ვერც ანოტაციამ, ვერც პირველმა 5-მა წუთმა, მაგრამ ახლა მყარად გადავწყვიტე ყურება. ამის მიზეზი ჩემი დღევანდელი ვიზიტია კინოს სახლში. სანამ ფილმი დაიწყებოდა, ვიღაცა კაცმა გვაცნობა რომ საღამოს 8 საათზე კიდევ ერთი ფილმი გავიდოდა სახელად "ანტიქრისტე". ისიც გვითხრა რომ ფილმი ახალია და მართლმადიდებლური...აი, ამ უკანასკნელმა სიტყვამ ჩამითრია. გამოსვლის წინ გადავამოწმე, რომ ეს მართლმადიდებლური ფილმი ლარს ფონ ტრიერს ეკუთვნის და ხვალაც გავა 8 საათზე.

8 comments:

DreaMar said...

მეც ბევრი მქონდა მოსმენილი ამ ფილმის შესახებ და წაკითხული. ხოდა როგორც კი ვნახე ქართულ საიტებზე, გადმოვიწერე და ვუყურე:) მოლოდინი არ გაამართლა. უფრო მეტს მოველოდი. თან მეგონა რო ძალიან აღმაშფოთებდა. ნუ ერთხელ სანახავად ღირს ეს ფილმი :)

ket_eva_n said...

აუ ეგ კაცი რა იყო :) ბევრი მახალისა :) ჩუვაკი ეგ :)):)

Anonymous said...

sheni shenmdegi posti unda iyos

RATOM AR UNDA MENAXA ANTIQRISTE

green said...
This comment has been removed by the author.
Anonymous said...

გუშინ ვნახეთ კინოს სახლში მე, ანი ბერუკაშვილმა და ირინა ალიაშვილმა. იყო მომენტები, როცა თვალებზე ხელს იფარებდნენ და მე მიწევდა მათი დაწყნარება.
ვეუბნებოდი ირინას, არ ღის–მეთქი, მაგრამ აიტეხა, წავიდეთო...
მერე იმაზე ვჯავრობდით, ღამე არ დაგვსიზმრებოდა.მათი არ ვიცი, მაგრამ მე მშვენივრად მეძინა. იმიტომ, რომ პირველი 5 წუთი რომ მუსიკა ისმის, ჩემი უსაყვარლესი სიმღერაა :)
ღამის 2 საათზე ნათია გულიაშვილმა ამიხსნა, რა რას განასახიერებდა ფილმში. მე ისე ვიყავი დათრგუნული, რომ მაგ დეტალებს იქ ვერ აღმოვაჩენდი.
მოკლედ, კომენტარი კი არა, პოსტი დაგიტოვე :)))

green said...

ზურა, ჩემს პოსტზე მეტი წერია :D :D :D
ნათიას უკვე ვეძებ რომ მეც ამიხსნას :* არა, მე და ნინოს რაღაც ეჭვები და ვარაუდები კი გვქონდა, მაგრამ გადაამოწმეო, ნათქვამია :)

keke said...

trieris oriod filmit agfrtovanebam gamoiwvia mgoni chemi cotaodeni imedgacrueba... "Dogville"-is mere ver "vixalise" ragac chemeburad..... rejisoris grafashi trieris nacvlad tarantino rom eweros(gavnc,snobze ras ambizmze ras ambobdiii?! :D),bevri adamianis(chemic)imedgacrueba jandabashi wavidoda..... saboloo jamshi ki arafers verchi....rac mtavaria filmia da ara kino...

keke said...

(gvanc,snobizmze ras ambobdiii?! :D) ideashi ase unda yofiliyo...:D:D:D