23 Sept 2009

მე არ მიყვარს საქართველო


ცოტა უაზრო სათაურია, მაგრამ "მე მიყვარს საქართველოს" საწინაამდეგო ვერ მოვიფიქრე სხვა რამე :) წარმოიდგინეთ, მეგობარი რომ გკითხავთ, სად ხართ და პასუხობთ: "აი, ბანერები (თუ რაღაც) რომ დგას, მე მიყვარს რო აწერია რა". და მეგობარი გპასუხობთ: "მეც მანდ ვარ და ვერ გხედავ". (ის სხვა სურათთან დგას :)ყველგან ეს სურათები დგას და საშინელი ტექსტი აწერია. არ მესმის, რა ეფექტი აქვს ასეთ თავსმოხვეულ სიყვარულს. რამე რომ შენდება და უკეთესი ხდება ძალიან კარგია და ამის გაპიარებაც აბსოლუტურად ნორმალურია, მაგრამ ეს სიყვარული რა არის? სადაც გაიხედავ ყველგან ეს რატომ უნდა ეწეროს?(პარლამენტის შენობაზეც კი) არა, ესე მძიმედ ნამდვილად არ ვუყურებ ამ სურათებს. ვხალისობ კიდეც, ზოგს "მიყვარს" აწერია, ზოგს "მიყვარ".

12 Sept 2009

რატომ უნდა ვნახო "ანტიქრისტე"


პირველად ამ ფილმზე "ცხელი შოკოლადიდან" გავიგე. გოგი გვახარიას სტატია იყო კანის ფესტივალზე. მეორედ ეს ფილმი უცნაურად აღმოჩნდა ჩემს კომპიუტერში : საიტზე შევედი, სადაც ფილმებს ვუყურებ ინგლისურად და ახალი ფილმების სიაში სიტყვა ანარქისტი წავიკითხე. ბმულზე გადავედი, რადგან ეს სიტყვა მიყვარს. (ალბათ, იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა ანარქისტობა) ანარქისტი "ანტიქრისტე" აღმოჩნდა. ფილმი გადმოვწერე, მაგრამ სამსახურში ვერ ვუყურე. რამდენიმე დღეა მეხსიერების ბარათს მიმძიმებს...ვერც ვერავინ ვნახე, ვინც მეტყვის ღირს, თუ არა ყურება. მოკლედ, ვერ ჩამითრია ვერც სახელწოდებამ, ვერც ანოტაციამ, ვერც პირველმა 5-მა წუთმა, მაგრამ ახლა მყარად გადავწყვიტე ყურება. ამის მიზეზი ჩემი დღევანდელი ვიზიტია კინოს სახლში. სანამ ფილმი დაიწყებოდა, ვიღაცა კაცმა გვაცნობა რომ საღამოს 8 საათზე კიდევ ერთი ფილმი გავიდოდა სახელად "ანტიქრისტე". ისიც გვითხრა რომ ფილმი ახალია და მართლმადიდებლური...აი, ამ უკანასკნელმა სიტყვამ ჩამითრია. გამოსვლის წინ გადავამოწმე, რომ ეს მართლმადიდებლური ფილმი ლარს ფონ ტრიერს ეკუთვნის და ხვალაც გავა 8 საათზე.

11 Sept 2009

შემდეგი გაჩერება


უნივერსტეტს რომ ვამთავრებდით..რატომ ვწერ მრავლობით რიცხვში, რა წესია?
უნივერსტეტს რომ ვამთავრებდი, მეგონა შეიცვლებოდა ყველაფერი. ეს არ იყო გულუბრყვილო მოლოდინი, რომ გადავატრიალებდი ქვეყანას. მარტივ ცვლილებებს ვგულისხმობ.
მეგონა აღარ ჩავჯდებოდი 85 ნომერ ავტობუსში, უფრო იშვიათად ვივლიდი ვაკეში და ამ იშვიათი შემთხვევების წყალობით გული ამიჩუყდებოდა მეექვსე კორპუსის დანახვაზე. ახლა რა ხდება იცით?- სახლიდან გამოსული იმავე მიმართულებით მივდივარ. ხალხს ვცნობ და ვიცი, ვინ რა დროს ჩადის მაღაზიაში..ვინ რა დროს ასეირნებს ძაღლს..ვიცი მეექვსე კორპუსის დაცვის თანამშრომლების განრიგი....არა, ყველაფერი ასე ცუდადაც არ არის..არის ერთი ცვლილება. გავცდი პირველი კორპუსის გაჩერებას და მომდევნო გაჩერებაზე ჩამოვდივარ..მთელი ერთი გაჩერებით წინ წავედი უნივერსტეტის დამთავრების შემდეგ...მთელი ერთი გაჩერებით. ახლა ვითვლი და ვერ გამოვთვალე, რამდენ წელიწადში მივალ ვაკის პარკამდე :D :D :D

10 Sept 2009

დამოუკიდებლობა


მე მომწონს ვინმეზე რომ ვარ დამოკიდებული. არა მატერიალურად, რა თქმა უნდა.. აი, ვინმესთან ურთიერთობაზე რომ არის დამოკიდებული ჩემი განწყობილება. ამას ბევრი განცდა მოაქვს ჩემთვის და ეს მიყვარს ყველაზე მეტად ურთიერთოებში. არ მესმის, რატომ გაურბის ხალხი ამას. რა პრობლემაა, თუ ერთ დღეს იგრძნობ, რომ ვიღაცის გარეშე არ ხარ კარგად, თუ იგრძნობ, რომ ვინმეს მიეჯაჭვე. ამის გარეშე, მგონია, რომ მარტოდ ვიგრძნობ თავს და საერთოდ არ მჭირდება ეგეთი დამოუკიდებლობა.

9 Sept 2009

თავმოყვარეობა


ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს ყველაზე მეტად, მოგვწონს და ყველას გვირჩევნია.მაგრამ რა არის იცით?-მაინტერესებს, რატომ ითვლება ეს უარყოფით მოვლენად? არ უნდა გვიყვარდეს ყველაზე მეტად? მე მგონია რომ ყველაფერი საკუთარი თავის სიყვარულით იწყება. ის ვინც გიყვარს- გაინტერესებს და თუ გაინტერესებს, შეცნობას იწყებ. შეცნობა კი ყველაზე მაგარი აქტია, რადგან, თუ შეიცნობ შენს თავს, მიიღებ შენს თავს, როგორიც ის არის,ნაკლები პრეტენზია გექნება სამყაროსთან.