11 Dec 2009

sedness and bile



ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ „იუმორინას“ ახალი რეკლამის ტექსტი ზეპირად ვიცი. გემოვნების პრობლემას არ შევეხები,მაგრამ ისეთი მოწოდებაა ამ ტექსტში, რომ ხაზი უნდა გაესვას . „გაატანე ძველ წელს ძველი სევდა-ნაღველიიიიიიიიიიიიიიი“... ეხლა რა მაინტერესებს- ხომ არ იცით ვინმემ სევდა-ნაღველის გადაზიდვის სერვისის ნომერი? ან ლიმიტი თუა, რამდენი სევდა-ნაღველის გატანება შემიძლია? თუ საუბარი (სიმღერა) იმაზეა, რომ ეს სევდა-ნაღველი ფილარმონიაში უნდა დავტოვოთ, მაშინ ახლადგარემონტებულ შენობას რას ვერჩით? :აურასმაილ:
რაღაც გაურკვეველი და დამაზომბირებელი მოწოდებაა საკუთარი დარდის და საფიქრალის დავიწყება. არა, ჩემგან შორსაა ეს პათოსი „რა დროს სიცილია, როცა ქვეყანა გვენგრევა“. სულ ცალ ფეხზე მკიდია ეს სიტუაცია, უბრალოდ ადამიანის საფიქრალზე ვამბობ, პირად დარდზე, შინაგან სევდა-ნაღველზე. რატომ უნდა გავატანო ძველ წელს, როგორ?! რატომ არის კარგი ამბავი ფიქრის დაკიდება და აბსტრაქტული იმედების ხელოვნურად გაჩენა?