27 Jul 2009

self-assurance

გუშინ მთელი დღე რაღაც ბლანკებს ვითვლიდი. რამდენჯერმე შემეშალა და თავიდან დავითვალე.
პატარა რომ ვიყავი, მეგონა რომ დათვლა არ ვიცოდი. ერთხელ, დავჯექი, თავს ძალა დავატანე და დათვლა დავიწყე. ჩუმად ვითვლიდი. ჯერ თითებს ვიშველიებდი, შემდეგ ავცდი თითების რაოდენობას და შემეშინდა, ვერ გავქაჩავ-მეთქი. გავაგრძელე და ორმოცამდე რომ ავედი, მივხვდი რომ შემიძლია დათვლა და ამაში არაფერი არ არის ძნელი. მაშინ 5 წლის ვიყავი. ეს იყო თვითრწმენის პირველი შეგრძნება რომელიც დღემდე მახსოვს. სანამ ეს ამბავი კარგად არ გავიხსენე, მეგონა რომ იმ ბლანკებს ვერასდროს დავითვლიდი სწორად :) აი, ესე ვკარგავ ხოლმე თვითრწმენას.

3 comments:

Sophie שרה Golden said...

რით ვეღარ დათვალე ეგ ბლანკები, ზელენ?
დაწერე რამე :P დავიტანჯე.

Anonymous said...

shen mogikvdi meee, rogor damitanjixar...

Nino Gogua said...

მერკური წაკითხული გაქვს ნოტომის? :)