24 Jul 2009

რატომ არ ვწერ ბლოგზე?

ეს კითხვა ესეთი ინტონაციით უნდა წაიკითხო, როგორც გამოთქვამ კითხვას “რატომ დაიგვიანე?”. ჩემს თავს ვეკითხები და ამიტომ არის ეს ინტონაცია საჭირო. ხოდა, რამდენიმე დღეა ვფიქრობ- ავდგები, დავჯდები და დავწერ ისეთ რამეს რომ მერე ლინკის დაგდება ღირდეს-მეთქი. მივხვდი რომ ვერ ვუყრი თავს სათქმელს. აი, ყველაფერზე მინდა დაწერა და არაფერზე არ ვწერ. ჩემთვის ვინახავ. რატომ? რას ვაჯდები? რატომ არ გამომდის sharing? ეს კომუნიკაციის პრობლემაა თუ გაუგებრობის პრევენცია? მმმმმმმმმმმ, თუ ეს გაუგებრობის პრევენციაა, ე.ი. კომუნიკაციის სურვილი მაქვს და არ მინდა, ჩემი ხმა “უდაბნოდ მღაღადებლის ხმად” დარჩეს. მაშინ სანერვიულო არ მაქვს. უბრალოდ წერა უნდა ვისწავლო (ვითომ რა ვისწავლე 4 წელიწადში? ო, დიდო ოთხო წელიწადოო!) და უფრო ხშირი ვიქნები, თორე დამაკომპლექსა პოსტმაიმუნურმა სამყარომ:)

3 comments:

ket_eva_n said...

ვა დაკომპლექსდი? ჰა ჰაააა :)) :))
მასტერკლასები გინდა რა :)
მე მგონია, რომ სტარტი თუ აიღე ვეღარავინ შეგაჩერებს..მთავარია აიღო ეს დალოცვილი სტარტი :))

DreaMar said...

ეგ მეც ხშირად მემართება. უამრავი იდეა მომდის ხოლმე თავში, მაგრამ მერე რატომღაც ვერ ვწერ და იდეები განუხორციელებელი მრჩება. შეიძლება უბრალოდ მეზარება, რავიცი :))

Sophie שרה Golden said...

პოსტმაიმუნურმა პირიქით, უნდა "გამოგაკომპლექსოს", ჰოდა ეს გაუგებრობის პრევენცია რაღა უბედურებაა... ველოდები მწვანე პოსტებს მე, იპოდრომი და ფილიპსის რადიომიმღები არ ვიცი :P :hugs: :sunny: