11 Dec 2009

sedness and bile



ერთ მშვენიერ დღეს აღმოვაჩინე, რომ „იუმორინას“ ახალი რეკლამის ტექსტი ზეპირად ვიცი. გემოვნების პრობლემას არ შევეხები,მაგრამ ისეთი მოწოდებაა ამ ტექსტში, რომ ხაზი უნდა გაესვას . „გაატანე ძველ წელს ძველი სევდა-ნაღველიიიიიიიიიიიიიიი“... ეხლა რა მაინტერესებს- ხომ არ იცით ვინმემ სევდა-ნაღველის გადაზიდვის სერვისის ნომერი? ან ლიმიტი თუა, რამდენი სევდა-ნაღველის გატანება შემიძლია? თუ საუბარი (სიმღერა) იმაზეა, რომ ეს სევდა-ნაღველი ფილარმონიაში უნდა დავტოვოთ, მაშინ ახლადგარემონტებულ შენობას რას ვერჩით? :აურასმაილ:
რაღაც გაურკვეველი და დამაზომბირებელი მოწოდებაა საკუთარი დარდის და საფიქრალის დავიწყება. არა, ჩემგან შორსაა ეს პათოსი „რა დროს სიცილია, როცა ქვეყანა გვენგრევა“. სულ ცალ ფეხზე მკიდია ეს სიტუაცია, უბრალოდ ადამიანის საფიქრალზე ვამბობ, პირად დარდზე, შინაგან სევდა-ნაღველზე. რატომ უნდა გავატანო ძველ წელს, როგორ?! რატომ არის კარგი ამბავი ფიქრის დაკიდება და აბსტრაქტული იმედების ხელოვნურად გაჩენა?

7 comments:

Sophie שרה Golden said...

ძველ წელს გაატანე და დაიკიდე - სისულელეა, რა თქმა უნდა. როცა პრობლემა გაქვს, გინდა ძველი მოვიდეს, გინდა ახალი - უნდა გადაჭრა და მაშინ იქნება ახალი წელიც შენთვის.
აუ, მეც რამდენჯერ დამიჭერია/დამიჭირავს ჩემი თავი სულელური რეკლამების და სლოგანების ცოდნაში :D

ket_eva_n said...

ახლა მივხვდი, რომ ამდენი ამ საკითხზე აშკარად არ მიფიქრია.. მართალი ხარ, ვერ გავატანთ წუხილს ძველ წელს თუ ახალში არ მოვაგვარეთ..
ისე იუმორინას დრო გავიდა რა :( ჩავაბაროთ წარსულს :)

Tatia said...

საქმე საქმეზე რო მიდგება ყველას ემახსოვრება ეგ, სულ ეგ გადის მგონი და არცაა გასაკვირი : ))
ჩემი პატარა ნათესავი კიდევ დიდი სიამოვნებით ცეკვავს ხოლმე იუმორინას რეკლამებზე : )))

პირველივე წინადადებიდან ძალიან მომეწონა პოსტი და კარგად ჩამეღიმილა გულში. სევდა-დარდს რაც შეეხება მანდ მგონი მარტო რითმის ამბავია და რეალურად შინაარსობრივად არა მგონია დიდი ყურედღება მიექციათ ტექსტისთვის.

+

green said...

მადლობა (blush)

Anonymous said...

ramdeni gifiqria am yovlad umisamarto uazrobaze... ertaderti "iumorinas" akrgi rac gauketebia, albat, sheni amaze afiqrianebaa da chveni camofiqrianeba shens fiqrze...

daikidet da ganikurnebit!
rogor?- ar vici :D

Nino Gogua said...

და ფიქრის დაკიდება ,,აბსტრაქციული იმედების ხელოვნურად გაჩენას" ნიშნავს?

green said...

ხო, ტექსტში ეგაა :) დაივიწყე სევდა,ახალი წელი მოვა ახალი იმედებით და კარგი რამე-რუმეებითო :)